ბლოგი

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი

ცელულიტის ძირითადად ყალიბდება ჰორმონალური დისბალანსის დროს. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები.

მოიყვანე კუნთები ტონუსში

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ აწუხებთ ქალებს ცელულიტი არის ის, რომ მათი კუნთები მოდუნებულია და ასეთ ადგილებში ადვილად ჩნდება ცხიმის გროვები. წონებით ვარჯიში დაგეხმარებათ პრობლემატური ადგილებიდან ცელულიტის მოშორებაში და სხეულს ლამაზ ფორმებს მისცემს.

მიიღე ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები

ცელულიტებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი ისეთი რაციონის შერჩევაა, რომელშიც საკმარისად იქნება ვიტამინები და მინერალები. ვიტამინებიდან ცელულიტის შესამცირებლად ყველაზე ეფექტურია C და E ვიტამინები. მათი მიღება შეგიძლიათ კვერცხისგან და მცენარეული ზეთისგან.

კოლაგენის ეფექტი

კოლაგენი არის ბოჭკო, რომელიც კანს ელასტიურს და მკვრივს ხდის. ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენი იწყებს დაშლას, რაც ცელულიტის წარმოქმნას იწვევს. იმისათვის, რომ ეს პროცესი თავიდან ავირიდოთ აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს საკმარისი რაოდენობით ცხოველური და მცენარეული ცილები.

 

წაკითხვა

როგორ დავიკლოთ წონაში სწორად

შეამცირე ნახშირწყლები პერიოდულად.

ნახშირწყლების ექსტრემალური შემცირება ანელებს მეტაბოლიზმს , რაც იმას ნიშნავს, რომ დაკლების ნაცვლად იმატებთ ცხიმს. თქვენი წონის პროპორციულად 1კგ-ზე მიიღეთ 2,5-3 გრამი ნახშირწყალი. 100კგ წონის ადამიანის რაციონში 250-300 გრამი ნახშირწყალი უნდა იყოს და პერიოდულად, ყოველ 10 დღეში უნდა შეამცირო. ნახშირწყლების შემცირება უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ არ დაიწყება წონაში კლება.

გამორიცხე შიმშილი

ბევრს მიაჩნია, რომ რაც უფრო ცოტას შეჭამს და მეტს ივარჯიშებს უფრო ადვილად დაიკლებს წონაში. რეალურად კი შიმშილი ანელებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმს სტრესში აგდებს, ამ დროს ორგანიზმი ინახავს ცხიმს ენერგიის წყაროდ. ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად იკვებეთ ყოველ 3 საათში ერთხელ.

მაღალ-ინტენსიური და არა ხანგრძლივი კარდიო.

კარდიო ვარჯიშები(ლახტი, სირბილი) ნამდვილად კარგი საშუალებაა ცხიმის მოშორებისთვის, მაგრამ კარდიოს კეთებისას ხანგრძლივობა ნაკლებად მნიშვნელოვანია მთავარია ის, თუ რა ინტენსივობით ვარჯიშობთ. მაღალ ინტენსიური კარდიო გაცილებით უფრო მეტ კალორიებს წვავს, ასევე, ის უკეთესად აისახება გლუკოზის, სისხლის მიმოქცევისა და ქოლესტერინის დონეზე.

გამოასწორე შეცდომები და გააგრძელე პროგრესირება.

 

წაკითხვა

რამდენიმე სახის საკვები, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

თევზი

თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმებს, რომლებიც ერთ-ერთ საუკეთესო და ბუნებრივ ცხიმის მწველად ითვლება. ისეთი თევზის სახეობები როგორიცაა - ორაგული, სკუმბრია, ნოტოტენია - შეიცავს დიდი რაოდენობით თევზის ქონს და ცილას.

რძე

რძის შემადგენლობაში შედის კალციუმი, მინერალი რომელიც დიდ როლს თამაშობს წონის კლებაში. როგორც კვლევები მოწმობს ადამიანები, რომლებიც იღებდნენ კალციუმით მდიდარ საკვებს გაცილებით უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის მიღება ხელს უშლის სხეულში ცხიმის დაგროვებას და წვავს ბევრ კალორიას სხეულში ტემპერატურის ზრდის ხარჯზე. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს, რომელიც ყოველ 100 მილიგრამზე დამატებით 10 კალორიის დაწვაში გეხმარებათ.

გამოიყენე ცოდნა სხეულის გასაძლიერებლად.

წაკითხვა