რატომ არის საჭირო პროტეინი
რატომ არის საჭირო პროტეინი?
პროტეინი არის საკვებ-დანამატი, რომელიც მიიღება ბუნებრივი ნედლეულის სპეციალური გადამუშავებით. ის ორგანიზმში მოხვედრისთანავე იშლება ამინომჟავებად, ანუ კუნთის საშენ მასალად. ადამიანის ორგანზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება 1 კილოგრამ წონაზე 1.5-2 გრამი ცილა, რომლის მიღების გარეშეც კუნთის ზრდა სრულიად წარმოუდგენელია. პროტეინის მიღება ფხვნილის სახით მარტივი და მოსახერხებელია, როდესაც გადატვირთული გრაფიკის გამო ადამიანები ვერ ახერხებენ ცილების საკმარისი რაოდენობით მიღებას საკვებიდან.
არსებობს რამდენიმე სახის პროტეინი:
1. კაზეინი - კაზეინის ძირითადი უპირატესობა არის ხანგრძლივობა, ის მთელი დღის განმავლობაში ამარაგებს ორგანიზმს ამინომჟავებით, რითიც თრგუნავს კატაბოლიზმს და იცავს კუნთებს დაშლისგან. ასევე, ძალიან ეფექტურია მეტაბოლიზმს ასაჩქარებლად და ცხიმის შესამცირებლად.
2. კვერცხი - კვერცხის დამუშავებით მიღებული პროტეინი დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავა ლეიცინს, რომელიც პასუხისმგებელია ცილის სინთესზე, ამიტომაც ამ სახის პროტეინი ერთ-ერთი საუკეთესოა კუნთის ზრდისთვის.
3. Whey - კვლევებით დასტურდება, რომ ამ სახის პროტეინი გაცილებით უკეთ მოქმედებს კუნთის ზრდაზე ვიდრე კაზეინისა და სოიოს პროტეინები. ის ჯანმრთელობაზეც კარგად აისახება, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და იმუნურ სისტემასაც აძლიერებს. დღევანდელ დღეს ვეი ყველაზე პოპულარულ დანამატად არის მიჩნეული.
4. სოიო - სოიოის პროტეინი აჩქარებს აღდგენით პროცესებს ამარაგებს კუნთებს ამინომჟავებით და ამავდროულად ამცირებს ქოლესტერინის დონესაც.
- პროტეინი უნდა მიიღოთ ვარჯიშის დასრულებისთანავე -