რატომ უნდა მიიღო BCAA
რატომ უნდა მიიღო BCAA ამინომჟავები?
BCAA ამინომჟავები საუკეთესო დანამატია, რომელიც დაბალ-კალორიულ დიეტაზე მყოფმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს. წონის კლებისას ის ეხმარება ორგანიზმს კუნთის შენარჩუნებაში და ხელს უშლის გამოფიტვის პროცესს.
რა სარგებელი მოაქვს BCAA-ს?
1. აჩერებს კატაბოლიზმს, ანუ იცავს კუნთებს დაშლისგან.
2. ბე-ცე-ა-ში შემავალი ამინომჟავა ლეიცინი აჩქარებს ცილის სინთეზს, რაც პირდაპირ კავშირშია კუნთის ზრდასთან.
3. ხანგრძლივი ვარჯიშისას ტვინი გამოყოფს ტიტროპანს, რის გამოც ორგანიზმი ადვილად იღლება, BCAA კი აჩერებს ამ ნივთიერების გამოყოფას და გაძლევთ საშუალებას ივარჯიშოთ ხანგრძლივად.
4. ამცირებს მძიმე ვარჯიშით გამოწვეულ კუნთების ტკივილს და გეხმარებათ ადვილად აღდგენაში, რაც ორგანიზმს ადვილად მომატების საშუალებას აძლევს.
BCAA-ს ძირითადად ვარჯიშის წინ და ვარჯიშის დასასრულს ღებულობენ, თუ ფხვნილის სახითაა ვარჯიშის დროსაც.
გვერდითი მოვლენები BCAA ამინოს არ გააჩნია.