ვიტამინი E
ვიტამინი E - მყარი ჯანმრთელობის გარანტი !
გასულ საუკუნეში ვიტამინი E მიაჩნდათ უბრალო ცხიმად, რომლის მიღებაც ნებისმიერი მცენარიდან იყო შესაძლებელი. სამეცნიერო კვლევებმა მალევე ცხადყო, რომ, რეალურად ვიტამინ E-ს უამრავი პოზიტიური ეფექტის მოხდენა შეუძლია ორგანიზმზე და ის გაცილებით მეტია ვიდრე უბრალო ცხიმი, ამიტომაც დღესდღეისობით მას სამეცნიერო სფეროში "გასაოცარ ვიტამინს" უწოდებენ.
რა არის ვიტამინი E და რატომ არის მისი მიღება აუცილებელი?
ვიტამინი E გახლავთ შეუცვლელი ვიტამინი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს თავად არ შეუძლია მისი წარმოქმნა. ვიტამინი E არის ბუნებაში არსებული საუკეთესო ანტიოქსიდანტი, ის ანადგურებს ორგანიზმში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს. თავისუფალი რადიკალები ყალიბდება მაშინ, როდესაც თავიანთ ქიმიურ სტრუქტურას აკლდება უარყოფითად დამუხტული ელექტრონი, ადამიანურ ენაზე, რომ ვთქვათ, ეს რადიკალები ანადგურებენ ორგანიზმის ქსოვილებს, იწვევენ სიმსივნესა და უამრავ არასუსრველ დაავადებას, ვიტამინი E კი სპობს ამ რადიკალებს და არ აძლევს მათ უფლებას დააზიანოს თქვენი ორგანიზმი.
დღევანდელ დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებებს შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს პირველი ადგილი უკავია. ვიტამინი E იცავს კარდიო-ვასკულარულ სისტემას და ნულამდე დაყავს ათეროსკლეროზის განვითარების რისკი.
✅ ვიტამინი E წონის ხარისხიანი კლებისთვის!
წონის კლებისას ცხიმს მიყვება დიდი რაოდენობით კუნთოვანი მასა, ვიტამინ E-ს შეუძლია აგარიდოთ ეს პროცესი. როდესაც თქვენ მკაცრი დიეტით გათვალისწინებული საკვებით იკვებებით, ორგანიზმს საშინელ სტრესში აგდებთ, ენერგიის მისაღებად ის იწყებს კუნთის "ჭამას", ვიტამინი E დაიცავს თქვენს კუნთებს დაშლისგან და დაგეხმარებათ ცხიმის დიდი რაოდენობით მოშორებაში. ეს ვიტამინი გამოიყენება ბოდიბილდერებს შორის, მაშინ როდესაც ისინი საგრძნობლად ამცირებენ კალორიების რაოდენობას და იწყებენ მზადებას შეჯიბრებისთვის.
როგორ მივიღოთ საკვებიდან ვიტამინი E?
ვიტამინ E-ს დიდი რაოდენობით შეიცავს, გამომშრალი ლობიო, მზესუმზირა, მწვანე ბოსტნეული, მწვანე მშრალი ფოთლები, ავოკადო და ნიგოზი.
რა დოზებით მივიღოთ ვიტამინი E?
ვიტამინ E-ს დღიური ნორმა 7-დან 15მგ-მდე მერყეობს. მამაკაცებისთვის 8-10 მგ, ხოლო ქალბატონებისთვის 5-8 მგ. ვიტამინ E-ს არ აქვს არავითარი უკუჩვენება, მაშინაც კი თუ მას გაცილებით უფრო დიდი დოზებით მიიღებთ.