მიღწევები

-28 კგ

თორნიკეს დახმარებით შევძელი 7 თვის მანძილზე მიმეღო ეს შედეგი, -28 კილოგრამი. მადლობა ჩემს მწვრთნელს თორნიკე გელუტაშვილს ამ დიდი მხარდაჭერის, გვერდში დგომის და შესაძლებლობისთვის. უამრავი სირთულის, წინააღმდეგობების და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, თორნიკეს თითოეული სწორად დაგეგმილი და გათვლილი დღე არის იმის შედეგი, როგორც აქამდე მოვედი. წინ კიდევ ბევრია, მე კი დიდი შემართებით ვარ ამ გამოწვევებისათვის, რადგან ამ გზაზე კვლავ ჩემს მწვრთნელთან, თორნიკესთან, ერთად მივდივარ.

-25 კგ

ჩემი მწვრთნელის თეო ჯანიაშვილის დახმარებით მე შევძელი დამეკლო 3 თვეში 25 კილოგრამი. მიზნის მისაღწევად ორივემ უდიდესი შრომა გავწიეთ. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ასეთი სხვაობა დროის ამ მოკლე მონაკვეთში, რის გამოც ვარ უბედნიერესი. ვთვლი რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს

-20 კგ

სასურველი შედეგის მიღწევისათვის ძალიან მცირე პერიოდი, სულ რაღაც 5 თვე დამჭირდა. ამ დროის განმავლობაში შევძელი ზედმეტი 20 კილოგრამის დაკლება, რის შემდეგაც კუნთოვანი მასის გაზრდაზე დავიწყე მუშაობა და შევძელი კიდეც 15 კილოგრამის მომატება კუნთის ხარჯზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შრომამ ის შედეგი გამოიღო, რასაც ველოდი. გაჩერებას აღარ ვაპირებ და მუდმივად პროგრესზე ვფიქრობ. ამ შედეგში ყველაზე დიდი წვლილი საკემატა ფიტნესის გლდანის ფილიალის მწვრთნელს, კახა ბიბიაშვილს მიუძღვის. სწორედ მისი შედგენილი პროგრამით მივაღწიე აღნიშნულ შედეგს. კახა იყო ჩემი მოტივატორი ამ გზის ყველა ეტაპზე და ჩემთან ერთად იზიარებდა შედეგს. უდიდესი მადლობა საკემატას და უდიდესი რეკომენდაცია კახა ბიბიაშვილს