-28 კგ
თორნიკეს დახმარებით შევძელი 7 თვის მანძილზე მიმეღო ეს შედეგი, -28 კილოგრამი. მადლობა ჩემს მწვრთნელს თორნიკე გელუტაშვილს ამ დიდი მხარდაჭერის, გვერდში დგომის და შესაძლებლობისთვის. უამრავი სირთულის, წინააღმდეგობების და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, თორნიკეს თითოეული სწორად დაგეგმილი და გათვლილი დღე არის იმის შედეგი, როგორც აქამდე მოვედი. წინ კიდევ ბევრია, მე კი დიდი შემართებით ვარ ამ გამოწვევებისათვის, რადგან ამ გზაზე კვლავ ჩემს მწვრთნელთან, თორნიკესთან, ერთად მივდივარ.